ფოთში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ველოსიპედით მოსიარულე მამაკაცს
დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ველოსიპედის მძღოლი
გარდაიცვალა. ამავე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე
მუხლის მეხუთზე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები