ზუგდიდელმა სპორტსმენმა დავით სამუშიამ მკლავჭიდში 75 კილოგრამ წონით
კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ევროპის მე-18 ჩემპიონატი ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში გაიმართა, სადაც
სამუშია 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში (მარჯვენა ხელი) პირველი
ადგილის მფლობელი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები