გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო
თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, სოფელ ჯიხაშკარში,
მდინარე
ჭანისწყალზე მოქალაქეები ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით
თევზაობდნენ და მოპოვებული ჰქონდათ 1.4კგ თევზი.
აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს,
მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში
გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები