ზუგდიდში 52 წლის გია თოდუას ოჯახის წევრები და ახლობლები მეხუთე დღეა
ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი
ავრცელებს.
ამავე ცნობით, მამაკაცი 1-ელ ივნისს დილის 11:00 საათზე გავიდა
სახლიდან და ამ დრომდე მის შესახებ ნათესავებს ინფორმაცია არ
აქვთ.
გია თოდუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუს მკვიდრია.
რადიო „ათინათს“ შინაგან საქმეთა
სამინისტროში უთხრეს, რომ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
წყარო: პირველი არხი
მასალის გამოყენების პირობები