რეგიონი
გატაცებული თურქი კაპიტანი სოხუმში იპოვეს
სოხუმში სამართალდამცავებმა თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი იპოვეს, რომელიც ოთხი თვის წინ გაიტაცეს. დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ს ინფორმაციით,  მისი ჯანრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

48 წლის თურქეთის მოქალაქე სელიმ კაია 9 თებერვალს ოჩამჩირის პორტიდან გაიტაცეს. ადგილობრივმა მცხოვრებმა გიორგი ფაჩულიამ ის ავტომანაქანით ნავსადგურიდან ქალაქის ცენტრამდე მიიყვანა. რამდენიმე წუთში ისინი ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა გააჩერა, მძღოლი ავტომობილიდან გადმოიყვანეს, თვითონ კი მანქანაში ჩასხდნენ და თურქეთის მოქალაქესთან ერთად წავიდნენ. მეორე დღეს, ტყვიებით დაცხრილული, BMW - მარკის ავტომობილი, ოჩამჩირედან 7 კილომეტრში აღმოაჩინეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაიას გათავისუფლების სანაცვლოდ, გამოსასყიდის სახით, 2 მილიონ დოლარს ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია, სელიმ კაიას მამის, ბიზნესმენ იაკუპ კაიას სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებდა. თურქული წყაროების თანახმად, თავდაპირველად გამტაცებლები 100 000 დოლარს ითხოვდნენ, მაგრამ, მას შემდეგ, რაც გატაცებულის მამა საგანგებოდ ჩავიდა დე ფაქტო აფხაზეთში და ადგილზე გაეცნო შვილის ძიებასთან დაკავშირებული ოპერაციის მიმდინარეობას, გამოსასყიდის ოდენობა 20 - ჯერ გაიზარდა.

თურქეთის მოქალაქის გატაცება ოკუპირებულ აფხაზეთში ქაფშიას მოპოვების უკანონო ბიზნესს და აფხაზურ - თურქულ - რუსული ინტერესების შეჯახებას უკავშირდება. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად, სელიმ ქაიას აფხაზი და რუსი პარტნიორების ვალი მართებს და გამტაცებლები სწორედ ამ თანხის მიღებას ცდილობენ. თუმცა ქაიას ოჯახი არ ადასტურებს ამ ინფორმაციას, წერდა "ამერიკის ხმა".

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გატაცებული სელიმ კაია, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. რაც კატეგორიულად უარყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ. მაშინ მან აღნიშნა, რომ გალში "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ეს საკითხი არ განხილულა.

კაიას ოჯახი, რომელიც ტრაბზონთან ახლოს ქალაქ ჩარშიბაშიში ცხოვრობს, მჭიდროდ არის დაკავშირებული თურქულ კომპანია Kobyalar Group-თან. ეს ბიზნესჯგუფი შვილობილი Koptur Balikcilik-ის მეშვეობით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის უხეში დარღვევით, თევზის მოპოვებისა და გადამუშავების ბიზნესში ჩართულია, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე ფოთში. ოჩამშირეში Kobyalar Group საწარმო „ხამსას“ ფლობს, ხოლო ფოთში კომპანია „აისბერგ-2“-ის ყველაზე მსხვილი მეწილეა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.