მონაკვეთი, რომელზეც სავალი ნაწილი ჩაწყდა, მესტიამდე მისასვლელ გზას
არ კეტავს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის
მოადგილემ ნელი ნავერიანმა უთხრა. მისი ინფორმაციით, ეს გზა არის
ლენტეხისა და მესტიის შემაერთებელი, რომელსაც მოქალაქეები
გადაადგილებისთვის იშვიათად მიმართავენ.
„სავარაუდოდ, წვიმიანობის შედეგად ჩამოიტანა ქვა-ღორღი. ეს არის
უშგულის შემდეგ ზაგაროს უღელტეხილის მონაკვეთი“ , - აღნიშნა
ნავერიანმა.
მისივე თქმით, ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი ტექნიკა მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები