„ბიზნეს ზონა“ - პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მეწარმეებისთვის (ვიდეო)
13:57 / 08.06.2018
ზუგდიდის ტექნოპარკში ასოციაცია „სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“
ახალი პროექტის „ბიზნეს ზონა“ პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთში მოღვაწერ ფერმერები, მცირე და
საშუალო მეწარმეები დაესწრნენ.
„აგრო სახლის“ ხელმძღვანელის მაია მიქავას ინფორმაციით, პროექტის
მიზანია სამეგრელოს რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის
წარმომადგენლებს შორის DCFTA-ის რეგულაციების, თანამედროვე წარმოების
სტანდარტებისა და ბიზნესის განვითარების საკითხებზე ცოდნის დონის
გაუმჯობესებისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებაზე
ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს
საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების შექმნას, საგანმანათლებლო
ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მცირე და საშუალო
მეწარმეებისთვის და DCFTA-ის რეგულაციების პოპულარიცაზიისა და
საჯაროობის ხელშეწყობას.
„შევეცდებით მოვიკვლიოთ პრობლემები DFCTA-ის საკითხებზე, ასევე ყველა
იმ თემაზე, რომელიც მეწარმეებს აწუხებთ და აქედან გამომდინარე,
დავგეგმოთ საჭირო ტრენინგები. პროექტი, ფაქტობრივად DCFTA-სთან
დაკავშირებული თემების პოპულარიზაციასა და სამომავლოდ სტანდარტებთან
დაახლოებასა და საკნონმდებლო ცვლილებებისთვის მომზადებას ემსახურება“,
- აღნიშნა მიქავამ.
ამასთან, ასოციაცია პროექტის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონის მცირე და
საშუალო ბიზნესის, მსხვილ აგრო ბიზნესისა და სერვისის მომწოდებლებს
შორის კერძო დიალოგის ორგანიზებასაც უზრუნველყოფს, ჩატარდება
ტრენინგ-სემინარები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებში და
მოეწყობა საჯარო განხილვები.
მეწარმეებმა, რომლებიც აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ, თქვენს, რომ
მსგავსი პროექტები მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია და მასში
ჩართვას აქტიურად აპირებენ.
სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი
საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროექტს „ ბიზნეს ზონა“ ასოციაცია
„სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ ევროკავშირის მიერ
დაფინანსებული პროექტის „ სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში
მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი ინიციატივა“ ფარგლებში
ახორციელებს. თავის მხრივ, აღნიშნული პროექტს ორგანიზაციათა კოალიცია
"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", "სამოქალაქო განვითარების
სააგენტო" ( CIDA) , "ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა" ( ISET) ,
"ექსპორტის განვითარების ასოციაცია" ( EDA) , ასოციაცია "ათინათი" (
ATINATI ).
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები