ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში მგელმა ადგილობრივი მოსახლის
ალიოშა გეგეჭკორის მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯა. ამის შესახებ
რადიო „ათინათს“ ურთაში მერის
წარმომადგენელმა ბადრი ნინუამ უთხრა. მისი ინფორმაციით, მსგავსი
ფაქტები არაერთხელ მომხდარა.
„ამ სოფელში მსგავსი ფაქტები ხშირად არის. მონადირეებს აძლევენ
ნადირობის ლიცენზიას, ახლა ვადა აქვს გასული. შესაბამის სამსახურებს
უკვე მივმართე და მონადირეებს ორშაბათიდან ახალი ლიცენზია ექნებათ“, -
თქვა ნინუამ.
პირუტყვის დაგლეჯის შემთხვევა სოფელში წუხელ დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები