შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე
თაბახის ფურცლების გაკვრის ფაქტზე,
რომლებზეც შემდეგი ხასიათის წარწერა იყო: „არ გაეკაროთ! დაავადებულია
შიდსით“, გამოძიება დაიწყო. როგორც
რადიო
„ათინათს“ უწყებაში უთხრეს, საქმეზე გამოძიება 157-ე
პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას
გულისხმობს.
ფაქტის ამსახველი ფოტომასალა მოქალაქემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დღეს
გამოაქვეყნა. მისი თქმით, ფურცელზე ქალის სახელი და გვარი იყო
მითითებული, რომელიც გადაფარა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში
თაბახის ფურცლები წარწერით: "არ გაეკაროთ! დაავადებულია შიდსით",
გააკრეს
მასალის გამოყენების პირობები