სოხუმის პორტიდან ყირიმში 3 ათასი ტონა ღორღით დატვირთული პირველი
გემი დღეს საღამოს გავა. ამის შესახებ „სპუტნიკს“ დე ფაქტო
რესპუბლიკის
ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ განუცხადა. მისივე თქმით, ეს
პირველი პარტიაა, თუმცა იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე 200 ათასი ტონის
მიწოდება მოხერხდება, ხოლო ამდენივეს გაგზავნა 2019 წელსაც
იგეგმება.
არძინბას განმარტებით, საპორტო ინფრასტრუქტურა მზადაა ინერტული
მასალის დამუშავებისთვის.
გამოცემის ცნობით „VIII აფხაზურ - რუსული საქმიანი ფორუმი სოხუმში
გასული წლის ოქტომებრში შედგა, სწორედ მის ფარგლებში მოეწერა ხელი
ხელშეკრულებას, ყირიმის რესპუბლიკაში ინერტული მასალების მიწოდების
შესახებ“.
მასალის გამოყენების პირობები