ახალი ამბები
"GemFest'-ისთვის მიწის იჯარით გადაცემის თხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის - GemFest-სთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იჯარით გადაცემის მოთხოვნით ონლაინ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. "GemFest"-ის ადმინისტრაციამ პეტიციით საქართველოს მთავრობას მიმართა. მათ ფესტივალის ჩატარება ჩვეულ ადგილას, ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე სურთ. პეტიცია პორტალ  www.change.org- ზე 10 ივნისს გამოქვეყნდა და მას ამ დროისთვის 600-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ესა თუ ის პეტიცია მთავრობამ რომ განიხილოს, 30 კალენდარულ დღეში მინიმუმ 10 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.

„GEM Fest”-ის საორგანიზაციო ჯგუფი საქართველოს მთავრობისგან არ ითხოვს არაფერს, გარდა ტერიტორიისა, რომელზეც უკვე მეოთხე წელია ტარდება “GEM Fest” და იმისთვის, რომ ფესტივალი სრულფასოვნად წარიმართოს და ახალგაზრდებმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ, ხელისუფალთ, უკვე მეორედ მივმართავთ თხოვნით, რომ პირდაპირი იჯარის უფლებით სარგებლობაში გადმოგვეცეს ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონის მიწის ნაკვეთი (8 ერთეული), სადაც ტრადიციულად იმართება მსოფლიოში პოპულარული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “GEM Fest“, - აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.

პეტიციის ავტორები მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ 10 000-მდე ხელმოწერა შეგროვდება.

„იმედს ვიტოვებთ, რომ მთავრობა ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და გონივრულ ვადებში, გვაცნობებს პასუხს, გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ტრადიციად ქცეულ საფესტივალო ტერიტორიაზე დავიწყოთ სამზადისი ”GEM Fest 2018”-ის სრულფასოვნად ჩასატარებლად“, - ნათქვამია ტექსტში.

ამავე ინფორმაციით, ადმინისტრაცია სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას და ფესტივალის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბარს გეგმავს. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ანაკლია-განმუხურში მცხოვრებმა მოსახლეობამ მათ კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთები უსასყიდლოდ გადასცა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგანტოს თავმჯდომარემ ეკა სისაურმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წელს Gem Fest 2018 - სთვის მიწის იჯარით გაცემაზე კომპანია GMF-ს უარს ეტყვის.

მოგვიანებით კი, გიორგი სიგუა განცხადებას გამოეხმაურა და ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 9 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება და ის კერძო მიწაზე ჩატარდება.

ანაკლიაში 23-26 აგვისტოს კი საქართველოს მთავრობის მიერ Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ახალი 4 დღიანი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ ჩატარდება.

ამავე თემაზე:

ანაკლიაში ახალი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ გაიმართება

Gem Fest-ის ადმინისტრაცია: ანაკლიაში მიწის იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.