სენაკში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი
ბავშვი კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის
ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. მცირეწლოვანი თავდაპირველად მრავლობითი
ტრამვებით სენაკის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მისი
რეფერირება გახდა საჭირო. დაშავებული ერთი წლის და სამი თვისაა.
„ჩვენთან ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა მას დეტალური
კველევები დასჭირდა და გადაიყვანეს. მას მრავლობითი ტრამვები
აღენიშნებოდა, მათ შორის, თავის არეში“,- უთხრეს რადიო
„ათინათს“ სენაკის საავადმყოფოში.
შს სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით
დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას
გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები