სენაკში მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიემა
სენაკში, საცხოვრებელი ბინის მესამე სართულიდან ჩამოვარდნილი ბავშვის
ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურად მძიმე რჩება. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ სამდეიცინო კორპორაცია „ევექსის“
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით,
პაციენტს თავის ტვინის ტრავმა აღენიშნებოდა.
„მას გაუკეთდა განმეორებითი თავის ტომოგრაფია. დინამიკა არ არის
გაუარესებული და ბავშვის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე.
მიმდინარეობს ინტენსიური ზედამხედველობა“, - თქვეს „ევექსის“
პრესსამსახურში.
სენაკში, საცხოვრებელი ბინის მესამე სართულიდან გუშინ წლის და სამი
თვის ბავშვი ჩამოვარდა. დაშავებული სენაკის საავადმყოფოში მოათავსეს,
თუმცა მოგვიანებით მისი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ
ცენტრში გადაიყვანა გახდა საჭირო.
შს სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით
დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას
გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები