ახალი ამბები
ქალთა უფლებები, ოჯახში ძალადობა და დისკრიმინაცია - შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალთა უფლებების, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ბელა ფიფია, სახალხო დამცველის ოფისის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელი მარიეტა ახვლედიანი და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ნინა ხატისკაცი გაუძღვნენ. მათ შეკრებილებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ამოცანებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შსს, ომბუდსმენის ოფისი, პარლამენტი, მთავრობის კანცელარია, არასამთავრობო ორგანიზაციები - ყველა ის უწყება, რომელსაც ეხება ან უნდა მოახდინოს რეაგირება მსგავს შემთხვევებზე, ერთ ფორმატში განიხილავენ. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ გამოწვევებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. საინტერესოა, რომ მიმართვიანობის სტატისტიკა არის მზრდადი ანუ ცნობიერება გაზრდილია და ადამიანებს ნაკლებად ეშინიათ საკუთარი პრობლემების დაფიქსირება, თუმცა ეს საკმარისი არ არის", - აღნიშნა ხატისკაცმა.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც, მათი თქმით, ამ კუთხით რეგიონში არსებობს. "თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის კოორდინატორმა ემზარ კვარაცხელიამ თქვა, რომ საზოგადოებაში ნდობის დეფიციტია, რაც, უმეტესად სამართალდამცველთა მიმართ უნდობლობით გამოიხატება. გარდა ამისა, მისივე თქმით, საჯარო მოხელეები სხვადასხვა სივრცეში ხშირად დისკრიმინაციული განცხადებებით გამოირჩევიან.




ამავე შეხვედრაზე საჯარო მოხეელებიც იმყოფებოდნენ. მერიის სოციალური განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ იმ კრიზისულ ცენტრსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ცაიშში უნდა გაიხსნას. მან ასევე აღნიშნა, რომ მერიის პროგრამის ფარგლებში, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები ერთჯერად დახმარებას 800 ლარის ოდენობით იღებენ.

მსგავსი შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

ღონისძიებები ხორციელდება პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. მისი მხარდამჭერები არიან მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.