სოფელ რუხში ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ მარათონით
გაიხსნა. მასში მონაწილეობა რეგიონის მუნიციპალიტეტებში
მცხოვრებლებმა
მიიღეს. მარათონის თანაორგანიზატორი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო
სასწავლო უნივერსიტეტია.
გახსნის ცერემონიას საამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან
შონია, "საპარტნიორო ფონდის" დირექტორი დავით საგანელიძე და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეკრებილებს სიტყვით რეგიონის გუბერნატორმა ლევან შონიამ მიმართა,
რომელმაც რუხის სავაჭრო ცენტრის მნიშვნელობასა და მთელი თვის
განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
რუხის სავაჭრო ცენტრში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა
სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორი
საპარტნიორო ფონდია. ღონისძიებების ორგანიზატორების ინფორმაციით, ერთი
თვის განმავლობაში დაგეგმილია მუსიკალური ჯგუფებისა და ინდივიდუალური
შემსრულებლების კონცერტები, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი
ტრანსლაცია და სხვ. ამავე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ბავარიის ლუდის
ფესტივალიც ჩატარდება, რომლის გამარჯვებული ამსტერდამში საგზურს
მოიპოვებს.
ღონისძიებას საპარტნიორო ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო
ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით
ახორციელებს.
ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთი სამხარეო
ადმინისტრაცია
ამავე თემაზე:
„გზა
ერთობისკენ“ - ერთთვიანი ფესტივალის განრიგი რუხში
მასალის გამოყენების პირობები