გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის
ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის,სოფელ დარჩელში,
მდინარე ჯუმზე მოქალაქეები ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით,
ნავიდან უკანონოდ იჭერდნენ თევზს და მოპოვებული ჰქონდათ 3 კგ-მდე
სხვადასხვა სახეობის თევზი.
ამავე ცნობით, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში
გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები