"საქართველოს ფოსტამ" საფოსტო ოპერატორების ევროპულ ასოციაცია
PostEurop–ის კონკურსში ქართული მარკა გააგზავნა,
რომელზეც აფხაზეთში მდებარე ბესლეთის ხიდია გამოსახული.
ხიდი, რომელსაც „თამარის“ ხიდსაც უწოდებენ, სოხუმთან, მდინარე
ბესლეთზე მდინარეობს. ქვისთაღოვანი ხიდი მეთორმეტე საუკუნით თარიღდება
და მას ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ხიდზე მოთავსებულია
ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მეფე
ბაგრატი. წარწერა კი თარიღებულია X-XII საუკუნეებით.
ბესლეთის ხიდის ანალოგები საქართველოს სხვა კუთხეებშიც არის, კერძოდ,
რკონის თაღოვანი ხიდი ქართლში და დანდალოს ხიდი აჭარაში.
PostEurop-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის წლის თემაც სწორედ
ხიდებია.
იმისთვის რომ, ქართული მარკა გახდეს 2018 წლის ევროპის საუკეთესო
მარკა, მსურველები უნდა ეწვიონ ლინკს:
http://www.posteurop.org/europa2018
, გაიარონ რეგისტრაცია, მონიშნონ მარკა და ქვედა მარჯვენა
კუთხეში მისცენ ხმა.
კონკურსში ხმის მიცემა 9 სექტემბრამდეა შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები