ფოთში დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი
ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო
საშუალება, რომელსაც ახალგაზრდა ქალი მართავდა ხეს
შეეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს,
რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები