ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 192-ე კმ-ზე
(უშგული-ლასდილი) მოძრაობა 11 დღის შემდეგ აღდგენილია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების
ცნობით, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის
ავტოტრანსპორტისთვის.
აღნიშნული გზის სავალი ნაწილი 7 ივნისს ჩაწყდა, რის გამო ამ
მონაკვეთზე სატრანპორტო მოძრაობა აიკრძალა.
მასალის გამოყენების პირობები