სოხუმის ცნობილი საათი რეკონსტრუქციის შემდეგ ძველ ადგილს უბრუნდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი ქვედა ნაწილის - მეტალის კარკასის
დამონტაჟება.
ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგურ ხარაზიას თქმით,
სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება. მისივე ცნობით,
„ადმინისტრაციის შენობაზე ძველის საათის იდენტური კონსტრუქცია
დამონტაჟდება, შემდეგ კი მესაათე საათის მექანიზმს აამუშავებს“.
„აფსნი ლაიფის“ ცნობით, სოხუმის კოშკის საათი გასული წლის აგვისტოში
ძლიერი ქარის ამოვარდნისას გაჩერდა. ექსპერტებმა მისი დათვალიერების
შემდეგ დაასკვნეს, რომ კოშკი აღდგენას არ ექვემდებარება და საჭიროა
მისი დემონტაჟი. კოშკის საათი ქალაქს საჩუქრად 1950 წელს იოსებ
სტალინმა გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები