ზუგდიდში, დადიანის მუზეუმის შესასვლელთან მდებარე ჩაის სახლი (კაფე
"ალერტი") მამაკაცმა დააყაჩაღა. თვითმხილველის ინფორმაციით,
მან პერსონალს ფული სთხოვა და უთხრა, რომ რამდენიმე დღეში
დააბრუნებდა. უარის მიღების შემდეგ, მან იარაღის მუქარით თანხა
წაიღო.
"ეს კაცი ბოლო დღეებში რამდენჯერმე იყო აქ. გავიგეთ, რომ ციხიდან
რამდენიმე დღის გამოსულია. დღეს გოგოებთან მისულა სალაროში და უთქვამს
ფული მჭირდება ხვალამდე და მასესხეთო. არ მიუციათ და როგორც მითხრეს,
მოგვინებით იარაღით შევარდნილა. ისეთ დროს არის შესული, ძალიან, რომ
წვიმდა. ხმაური არაფერი გაგვიგია", - თქვა მან.
ფაქტი დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.
შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
ყაჩაღობას გულისხმობს. დამნაშავის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო
ღონისძიებები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები