რეგიონი
ზუგდიდში დეპუტატების მხრიდან ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევაზე მოკვლევა დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიამ საკუთარი ინიციატივით, საკრებულოს ორი წევრის სალომე ფაცაციასა და ანა წითლიძის მიერ ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. ორივე შემთხვევა სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაკეთებულ კომენტარებს უკავშირდება.

როგორც რადიო „ათინათს“ კომისიის თავმჯდომარემ სანდრო სორდიამ განუცხადა, თითოეულ მათგანს შესაბამისი წერილი გაეგზავნება და მათ შესაძლებლობა ექნებათ ამ საკითხთან დაკავშირებით ათი დღის განმავლობაში საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

„საქმის წარმოება რამდენიმე დღეა დაიწყო. აპარატი შესაბამის წერილებს გადაუგზავნის აღნიშნულ ორ ფაქტთან დაკავშირებულ პირებს, ერთ შემთხვევაში, მოქალაქე ეგნატე შამუგიას და დეპუტატ სალომე ფაცაციას, ხოლო მეორე შემთხვევაში ასევე დეპუტატებს ანა წითლიძესა და ეკატერინე კიფაიას. წარმოების დაყოვნების მიზეზი ის იყო, რომ იურიდიული კომისიის დებულებაში საკანონმდებლო მაცნეზე არ იყო ცვლილება ასახული. შესაბამისად, მათ პოზიციებს მოვისმენთ, თუ წარმოადგენენ წერილობით ათი დღის ვადაში, თუმცა მათ ამის ვალდებულება არ აქვთ. პოზიციებს წარმოადგენენ თუ არა, კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა სორდიამ.

საქმე ეხება, ერთი მხრივ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ეკატერინე კიფაიასა და ზუგდიდის საკრებულოს წევრის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძეს შორის გამართულ საჯარო მიმოწერას, რაც კიფაიას მიერ ვიდეოს გაზიარებას მოჰყვა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში გახმაურებულ სისხლის სამართლებრივ საქმეებს ეხება.



დეპუტატი მიიჩნევს, რომ წითლიძემ მას საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ამბობს, რომ თუ ამ საკითხზე მოკვლევა დაიწყება, საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

„ჯერ არ გავცნობივარ კომისიის მიერ შედგენილ წერილს. რაც შეეხება კომენტარებს, ჩემს გვერდზე გავაზიარე ვიდეო, რაზეც მიმიწერა საკუთარი აზრი არ გაგაჩნიაო. მონა მიწოდა. აი, რას იზიარებს საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ამისგან რა უნდა ვისწავლოთო. შემდეგ საკუთარ პოსტზე მომნიშნა. ამ ვიდეობს სხვის დავალებით აზიარებთო. იყო მისი თანაგუნდელების მხრიდან მუქარისშემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარებიც“,- თქვა კიფაიამ.

თავის მხრივ, ანა წითლიძე ამბობს, რომ მან კიფაიას წიგნის კითხვა ურჩია და არ თვლის, რომ ეს შეურაცხყოფაა.


„საერთოდ არ მაინტერესებს ეს საკრებულო რას აპირებს, რადგან ვთვლი, რომ უსაქმური საკრებულოა. არც ვიცი, დაიწყეს თუ არა მოკვლევა, არც ვინტერესდები. ჩემთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია ხალხთან შეხვედრები“, - ამბობს წითლიძე.

მეორე საკითხი, რასაც კომისია შეისწავლის მოქალაქე ეგნატე შამუგიას მიმართ, ენგურის დასახლებაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატის სალომე ფაცაციას მხრიდან შესაძლო შეურაცხმყოფელი კომენტარებია.


ეგნატე შამუგიას ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომისისგან მან უკვე მიიღო წერილი, თუმცა პასუხის გაცემას არ აპირებს რადგან თვლის, რომ შესაბამის ზომებს ისინი საკრებულოს წევრის მიმართ არ მიიღებენ.

„ვერ ვხვდები ამ კომიისის შექმნის აზრს, რადგან რა ზომები უნდა მიიღონ. შეიძლება სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლონ და მორჩა, ან საკრებულოს წევრს რატომ უნდა სჭირდებოდეს ვინმეს მხრიდან მითითება, სად როგორ და რანაირად მოიქცეს. რაც შეეხება კომენტარებს, ნამდვილად შეურაცხმყოფელი იყო. ასევე წერდა, რომ ჩამოხვალ შენს ადგილს მიგიჩენო, თუმცა ამას მუქარად ვერ აღვიქვამ“,- უთხრა რადიო „ათინათს“ შამუგიამ.

თავის მხრივ, ფაცაცია არ უარყოფს, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ეგნატე შამუგიას, თუმცა მისი მხრიდან რაიმე სახის მუქარას გამორიცხავს.

„ვაღიარებ, რომ ჩემი მხრიდან იყო ალბათ გადაცდომა. ვფიქრობ უნდა მომეთმინა, მაგრამ სიტუაცია იყო ისეთი. მისი მხრიდანაც არაერთხელ ყოფილია მსგავსი ფაქტები“, - აღნიშნა ფაცაციამ.

აღნიშნულ შემთხვევაში საჯარო მოხელესა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიაზე საუბარს მოჰყვა.

„ვაი შენს პატრონს, დაგაწყნარებენ კარგად, ზუგდიდში რომ ჩამოხვალ, შე ლაჩარო“... „მიხეილ ხუბუტია ჩემი მეგობარია და შენ არ შეგეკითხები არაფერს შე დებილო“, – ეს ფაცაციას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთ–ერთი კომენტარია.

ზუგდიდის საკრებულომ დეპუტატების ეთიკისა და ქცევის კოდექსი და ფიცი მიმდინარე წლის მაისში დამტკიცა.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.