წუხელ გალის რაიონში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარიშხალმა დააზიანა
ელექტროგდამცემი ხაზები, ერთ-ერთი სახლის სახურავი, ორი ავტომობილი და
მოგლიჯა ხეები. „გალ - ინფოს“ ცნობით, მთელი დღის განმავლობაში,
მიმდინარეობდა სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო
სამუშაოები.
სამუშაოებს გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაცია და კომპანია
„ჩერნომორენერგო“ აწარმოებდნენ. ამავე ცნობით, მოსახლეობის ნაწილს
ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა.
მასალის გამოყენების პირობები