ზუგდიდში დევნილებისთვის ბინების განაწილება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა (ვიდეო)
16:44 / 25.06.2018
ზუგდიდში, სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იძულებით
გადაადგილებულ პირთათვის
ბინების გადანაწილება კენჭისყრის პრინციპით მიმდინარეობს, დევნილების
ის ნაწილი მივიდა, რომელმაც წელს ახალაშენებულ კორპუსებში
საცხოვრებელი ფართი ვერ მიიღო. ისინი მოითხოვდნენ სამინისტროს
წარმომადგენლებთან შეხვედრას და პასუხს კითხვაზე, თუ რატომ ვერ
მოხვდნენ წელს ბინის მიმღებთა სიაში. აფხაზეთიდან დევნილ თეონა
ქარდავა, რომელიც სოფელ კახათში, ჩაის ფაბრიკის ყოფილ შენობაში
ცხოვრობს, ამბობს, რომ მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა. ამის
დასადასტურებლად, მან ქილა მოიტანა, რომელშიც ხვლიკი იყო ჩასმული.
„არ სჯერათ, რომ გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. ხვლიკებით,
ქვეწარმავლებით და მღრღნელებით სავსეა ჩვენი ოთახები. ერთი ხვლიკი ვერ
დაგიჭერია ამდენი ხანიო, დამცინეს, აგერ მოვუყვანე, ჩვენს ოთახში,
ბალიშზე დაჭერილი ხვლიკი. ბინების გადანაწილება მოხდა უსამართლოდ,
შარშან მე ვესწრებოდი კომისიის მუშაობას და ბევრი ისეთი ოჯახი
ამოვიღე, ვისაც არ ეკუთვნოდა. ხუთი წლის ვიყავი იმ ჩასახლებაში რომ
შევედით საცხოვრებლად, რა პირობებიც მაშინ დამხვდა, იმ პირობებში
ვზრდი ახლა ჩემს შვილებს. ეს არის სახელმწიფო, რომლის მოსვლისთვისაც
ცხრა წელი ვებრძოდი რეჟიმს და ეს სახელმწიფო ჩემნაირებს დღეს საბოლოოდ
ანადგურებს “, - თქვა ქარდავამ.
დევნილის თქმით, მას და მის ოჯახს "პოლიტიკურად უსწორდებიან" და
ამიტომ, ის სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას
აპირებს. მასთან ერთად იმავე შენობაში მცხოვრები კიდევ შვიდი
ოჯახი იმყოფებოდა.
თავის მხრივ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გრიგილ
გიორგაძემ განმარტა, რომ ზუგდიდიდან 6000-მდე განცახდება შევიდა, ხოლო
ბინების რაოდენობა იყო 240. მისივე ცნობით, კომისიამ ისეთი ოჯახები
შეარჩია, რომლებიც სასწრაფო გასახლებას საჭიროებდნენ.
“ბინების გადაცემა სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდა. მესმის, რომ მათაც
რთული პირობები აქვთ, თუმცა სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ასეთი
ადამინებისთვის. მომავალ წელს იგეგმება კიდევ 6 ახალი კორპუსის
მშენებლობა, სადაც ბინებს ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც წელს
ვერ მოხვდნენ სიაში. გარდა ამისა, სახელმწიფოს აქვს „სოფლად სახლის“
პროექტი, რომლის ფარგლებშიც, საცხოვრებლის შეძენის მსურველს 25 000
ლარამდე ჩაერიცხება“, - აღნიშნა გიორგაძემ.
ზუგდიდში 6 ახალაშენებულ კორპუსში წელს ბინა 240-მა დევნილმა ოჯახმა
მიიღო და სამეგრელოს რეგიონში 9 ნგრევადი ობიექტი დაიხურება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები