„ანაკლია სითის“ გუნდი, აღმასრულებელი დირექტორის, ქეთევან
ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით საქმიანი ვიზიტით 27-28 ივნისს ჰონგ
კონგში გაემგზავრება,
სადაც სხვადასხვა საერთაშორისო და პარტნიორ კომპანიასთან შეხვედრებს
გამართავს. ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“
ავრცელებს. ამავე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია „ანაკლია
სითისა“ და კომპანია „China merchants da Kerry logistics-ის“
წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა.
Kerry Logistics-ი, რომელთანაც „ანაკლია სითი“ მემორანდუმს მოაწერს
ხელს, აზიის რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკური სერვისების
ერთ-ერთი წამყვანი კომპანია და აბრეშუმის გზის ინიციატივის აქტიური
მოთამაშეა.
ქეთი ბოჭორიშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ჰონგ კონგში გამართულ
გლობალურ კონფერენციაში „Belt and Road Summit” და საერთაშორისო
ინვესტორებს ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური
ზონის პროექტებს წარუდგენს.
აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება საქართველოსა და
ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასაც.
კონსორციუმის ინფორმაციით, „ანაკლია სითი“ ასევე შეხვედრებს გამართავს
ანაკლიის პროექტით დაინტერესებულ ინვესტორებთან, მათ შორის China
Merchants Group-ის მენეჯმენტთან, ვისთანაც „ანაკლია სითის“ გუნდი
სამომავლო თანამშრომლობასა და კორპორაციის ინტერესს განიხილავს.
შეხვედრა შედგება Hong Kong International Arbitration Center-ის
წარმომადგენლებთანაც, სადაც ქალაქ ანაკლიის წარმომადგენლები
პოტენციური თანაშროლობა და გამოცდილების გაზიარებას განიხილავენ.
კომპანია „ანაკლია სითიმ“ ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური
ზონის განვითარებაზე მუშაობა 2017 წლის ივნისში დაიწყო. ამ პერიოდის
განმავლობაში კომპანიამ დაამყარა კომუნიკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო
კომპანიასთან და ბევრ მათგანთან პარტნიორობა დაიწყო. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე მუშაობა, რომელზეც
საერთაშორისო კომპანიები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები