საჯარო ლექცია ძალადობის გენდერულ ასპექტებზე - ზუგდიდში (ვიდეო)
17:47 / 26.06.2018
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ძალადობის გენდერულ
ასპექტებზე საჯარო ლექცია სოციოლოგმა და გენდერის მკვლევარმა გიორგი
ურჩუხიშვილიმა წაიკითხა. მან ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ითვლება
მოძალადე კაცების მიერ განხორციელებული ძალადობის აქტები საზოგადოების
მხრიდან ჩვეულებრივ მოვლენად, რატომ არ ცდილობს პოლიცია, მოაქალაქეები
ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ჩარევას და რა აიძულებთ ქალებს
საიდუმლოდ შეინახონ ოჯახური ან ოჯახში ძალადობის ფაქტები. მკვლევარი
მიიჩნევს, რომ ძალადობის საკითხზე მეტი მამაკაცებს უნდა ვესაუბროთ,
რადგან ხშირ შემთხვევაში მოძალადეები სწორედ მამრობითი სქესის
ადამიანები არიან.
„ქალთა მიმართ ძალადობის შემსუბუქების კუთხით ბევრი ღონისძიებები
იმართება. მსგავს შეხევდრებზე მამაკაცების დასწრება აუცილებელია,
ასევე აუცილებელია პოლიციელების ჩართულობა, რადგან მათი უმეტესობა
არის მარობითი სქესის და მათზეც იგივე კულტურული მოცემულობები
ვრცელდება რაც ჩვეულებრივ კაცებზე. თუ ცოლ- ქმარს შორის არის
დაპირისპირება არავინ არ ერევა, რადგან თვლიან თვლის, რომ ცოლი ქმრის
საკუთრებაა“, - ამბობს ურჩუხიშვილი.
სოციოლოგი აღნიშნული პრობელმის მოგვარებას სამეწარმეო ურთიერბების
შეცვლასა და საარსებო წყაროების მოპოვების წესის შეცვლაში ხედავს.
შეხვედრას ზუგდიდში მოქმედი არასამთავრებო ორგანიზაციების
წეარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
„თანასწორეობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ცაბუნია
ვართაგავა ამბობს, რომ ამ საკითხზე ბევრს მსჯელობენ, თუმცა სადისკუსიო
მაგიდასთან ის ადამინები რჩებიან, რომლებმაც აღნიშნული თემა კარგად
იციან.
„ძალადობას რაც შეეხება, ყველა შეამჩნევდა, რომ ამ კუთხით საუბარი
გააქტიურდა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში ასევე არასამთავრებო
სექტორში. წინგადადგმული ნაბიჯები არის, თუმცა ქმედითი და ეფექტური
ნაბიჯების გადადგმა მაინც გვიჭირს.. ბოლოს მაინც ის ადამიენბი ვრჩებით
სადისკუსიო მაგიდასთან, რომლებმაც კარგად ვიცი ეს თემა“, - თქვა
ვართაგავამ.
შეხვედრა არასამთავრებო ორგანიზაცია „საფარის“ ორგანიზებით გაიმართა.
აღნიშნული ორგანიზაცია 2001 წელს დაარსდა, როგორც ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი. საფარის საქმიანობა მოიცავს არა
მხოლოდ მსხვერპლთათვის დახმარების გაწევას, არამედ საზოგადოების
ცნობიერების ამაღლებას ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით,
პოლიციელების და სოციალური მუშაკების გადამზადებასა და გენდერული
თანასწორობისა და ძალადობის აღმოფხვრის კუთხით ქართული კანონმდებლობის
მაქსიმალურ გაუმჯობესებას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები