რეგიონი
მამუკა ბახტაძე: სამეგრელო - ზემო სვანეთს ტურისტული პოტენციალის 10 %- საც ვერ ვიყენებთ
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში იმყოფება. შეხვდრა პრემიერსა და ზუგდიდელებს შორის რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მამუკა ბახტაძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აუცილებლობასა და პოტენციალზე ისაუბრა. მისი თქმით, ანაკლიისა და ფოთის პორტები ქვეყნის სამრეწველო პოტენციალს უზრუნველყოფს. მან ასევე ისაუბრა აზიური ფაროსანას შესახებ და აღნიშნა, რომ წელს ამ მავნებლის რაოდენობა შემცირებულია და ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ბახტაძემ ხაზი გაუსვა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალს და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი.

„ტურისტული შესაძლებლობების ათ პროცენტსაც ვერ ვიყენებთ. აუცილებელია მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარება. ამ მიმართულებით ჩვენ უფრო მეტ ინვესტიციას ჩავდებთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

ზუგდიდში ასევე იმყოფებიან სხვა მინისტრები, მათ შორის შს მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

პრემიერ მინისტრი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სამეგრელოს რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრას გეგმავს.

ამავე თემაზე:

მამუკა ბახტაძეს ზუგდიდში ელოდებიან


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.