გალის შეხვედრა აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა ჩაშალეს (ვიდეო)
13:59 / 27.06.2018
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის მოადგილის ირაკლი ანთაძის ცნობით,
აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა ქართულ მხარეს შეხვედრის
დაწყებისას დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის
ამოღება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განაცხადეს, რომ
შეხვედრას დატოვებდნენ.
როგორც ანთაძემ ჟურნალისტებს ენგურის ხიდზე უთხრა, ქართულმა მხარემ
მათ ადეკვატური პასუხი გასცა, რომ ეს საკითხი ქართული მხარისთვის არის
პრინციპული და მნიშვნელოვანი, რის შემდეგაც დე ფაქტო აფხაზეთის და
რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.
რაც შეეხება „ ოთხოზორია ტატუნაშვილის სიას“, ანთაძის თქმით, მეორე
მხარემ ეს საკითხი პოლიტიკური სიმულაციებისთვის გამოიყენა. ამ
დროისთვის უცნობია გაიმართება თუ არა, ან როდის გაიმართება მორიგი
შერეული შეხვედრა გალში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები