ზუგდიდის მერიამ GLC-ის სკოლის მოსწავლეს და კიდევ ორ ახალგაზრდას საზღვარგარეთ გამგზავრება დაუფინანსა
ზუგდიდელ ახალგაზრდებს, გიორგი გობეჩიას, ლუკა თოდუას და ნიკოლოზ
შამათავას საზღვარგარეთ გამგზავრების
ხარჯები დაუფინანსდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის
მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის,
განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა ფინანსური ხელშეწყობის
პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს გამართულ
სხდომაზე მიიღო.
კერძოდ, ბრიუსელსა და ჰააგაში საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე
გამგზავრების ხარჯები დაუფინანსდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრანტ
გიორგი გობეჩიას.
GLC-ის ზუგდიდის ფილიალის VII კლასის მოსწავლე ლუკა თოდუა გერმანიაში
გაცვლითი პროგრამით გაემგზავრება, ხოლო ნიკოლოზ შამათავა პოლონეთში
საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები