შპს „თაუნ პარკმა“ ზუგდიდის ბიუჯეტში დავალიანება და ჯარიმა 55 000
ლარის ოდენობით სრულად გადაიხადა. ამის შესახებ
რადიო
„ათინათს“ კომპანიის
წარმომადგენელმა ბაბუში ყუფუნიამ უთხრა. მისივე ცნობით, ამ დროისთვის
შპს-ს ბიუჯეტის მიმართ არანაირი ფინანსური დავალიანება არ აქვს.
„სანამ სააბონემენტო დაწესდება, მანამ თითოეულ მეთვალყურეს სალარო
აპარატი დაურგდა და ისინი დღეიდან მოთხოვნის საფუძველზე ქვითრებს
გასცემენ“, - აღნიშნა ყუფუნიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, კომპანიას
დავალიანების გადასახდელად ვადა თვის ბოლომდე ჰქონდა.
შპს „თაუნ პარკმა“ მიმდინარე წლის თებერვალში ადგილობრივ ბიუჯეტში 51
411 ლარის ოდენობით შეიტანა.
რადიო
"ათინათის" მიერ მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის
თანახმად, კომპანიამ დავალიანება ივნისამდე სულ ოთხჯერ - იანვარსა
(ერთხელ კვარტალური თანხა და 2 ჯარიმა) და თებერვალში გადაიხადა, რაც
ჯამში 107 669 ლარს უდრის.
კომპანიას, რომელმაც ზუგდიდში პარკირების სისტემა უნდა მოაწესრიგოს,
ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში „თაუნ
პარკმა“ კვარტალურად, ჯამში ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეიტანოს.
შესაბამისი ხელშეკრულება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და კომპანია
„თაუნ პარკს“ შორის 2017 წლის სექტემბერში დაიდო.
ამავე თემაზე:
TI-ს
შეხვედრა, შენიშვნები „თაუნ პარკს“, რეკომენდაციები და წარმომადგენლის
პასუხები (ვიდეო)
წოწერია: "თაუნ პარკს"
დავალიანების გადასახდელად ვადა თვის ბოლომდე აქვს
„თაუნ პარკი“:
სრულყოფილ ფუნქციონირებას ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ
დავიწყებთ
"თაუნ პარკს" ზუგდიდის
ბიუჯეტში თანხა თებერვლის შემდეგ არ შეუტანია
მასალის გამოყენების პირობები