ზუგდიდში სამშენებლო მასალების მაღაზია „ზოდი“ გაიხსნა (ფოტო, ვიდეო) ®
18:48 / 29.06.2018
ზუგდიდში, მარჯვენა სანაპიროს #10-ში სარემონტო-მოსაპირკეთებელი
მასალების მაღაზია "ზოდის" ფილიალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ეს
რეგიონში ქსელის
პირველი მაღაზიაა.
"ზოდის" ძირითადი მიმართულებებია სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალების
იმპორტი და რეალიზაცია. მაღაზიათა ქსელში შესაძლებელია ეკოლოგიურად
სუფთა, ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის შიდა და
გარე კარების, ბუნებრივი ქვისგან დამზადებული სხვადასახვა დიზაინის,
ზომისა და ფერის ნაკეთობების შეძენა ინტერიერისა და ექსტერიერის
მოსაწყობად.
"კომპანია უკვე ათი წლისაა, ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად
ვცდილობთ მომხარებელს შევთავაზოთ მრავალფეროვანი არჩევანი. უშუალოდ
ადგილზე, ზუგდიდში, იქნება სრულყოფილი და ხარისხიანი სარემონტო
მასალების ყველაზე ფართო ასორტიმენტი, საუკეთესო ფასად", - თქვა
"ზოდის" გაყიდვების დირექტორმა გიორგი დაბრუნდაშვილმა.
ქსელის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის ნატა ნოღაიდელის თქმით,
მაღაზიაში იტალიური, ესპანური, ბრაზილიური ბუნებრივი ქვების -
მარმარილოს, გრანიტის, კვარცის, ონიქსის, ტრავერტინის შეძენაა
შესაძლებელი. მან აღნიშნა, რომ მოსახლეობას განსაკუთრებული
შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობა ხშირად ექნება.
"მხოლოდ დღეს და ხვალ, გახსნასთან დაკავშირებით, ყველა მყიდველი
მიიღებს დამატებით 15% ფასდაკლებას, ნებისმიერ შენაძენზე",- აღნიშნა
მან.
"ზოდი" ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და დღეს წარმოდგენილია 6
მაღაზიით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (მარნეულში, რუსთავში,
გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში).
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები