სენაკში „ელიტ ელექტრონიქსის“ ქურდობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენაკში, მაღაზია "ელიტ
ელექტრონიქსის" ქურდობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული
ი.კ. და 1993 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ჯ.
დააკავეს.
უწყების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ
ბრალდებულებმა სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ელიტ
ელექტრონიქსიდან" 10 მობილური ტელეფონი მოიპარეს და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალნენ.
მასალის გამოყენების პირობები