ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში
დარეგისტრირებული 434 აბიტურიენტიდან 426 გამოცხადდა. ამის შესახებ
რადიო „ათინათს“ ზუგდიდის საგამოცდი
ცენტრის დირექტორმა ნანა ქირიამ უთხრა. მისივე ცნობით, არ
დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევა.
"ამ დროისთვის გამოცდები, რომელიც ქართულ ენასა და
ლიტერატურაში ტარდება, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს",
- თქვა ქირიამ.
გამოცდების პირველი სესიისთვის რეგისტაცია აბიტურიენტებმა დილის 8
საათზე გაიარეს. პროცესი 14 საათისთვის დასრულდება.
ამავე თემაზე:
საქართველოში
ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს
მასალის გამოყენების პირობები