ზუგდიდში "თბილისის ბიგ-ბენდის" და "ქართული ხმების" კონცერტი ჩატარდება
13 ივლისს, 19 საათზე ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, "ქართული
ხმების" და "თბილისის მერიის ბიგ ბენდის" ერთობლივი საიუბილეო
კონცერტი
გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია და ის ,,Check in
Georgia''-ს ფარგლებში ტარდება.
დღეს ქალაქში გუბერნატორის ადმინისტრაციის და მერიის თანამშრომლებმა
კონცერტის პოსტერები გააკრეს.ზუგდიდის შემდეგ კონცერტი 15 ივლისს
მესტიაში, ხოლო 16 ივლისს ფოთში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები