ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული
პრესის ჯიხური გაქურდეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც რადიო "ათინათს" ჯიხურის მეპატრონემ
მარინა კიკალიამ უთხრა, წაღებულია დიდი რაოდენობით სიგარეტი, ნაყინი,
ენერგეტიკული სასმელები და სხვა წვრილმანი ნივთები. დაზარალებული
პოლიციაში უკვე დაკითხეს.
"ჯიხური უკანა მხრიდან იყო გაჭრილი, საიდანაც ბაზარს უერთდება.
პოლიციაში ვიყავი, მითხრეს ერთ-ერთი დააკავეს, რომელიც
არასრულწლოვანია. თუმცა მასთან სხვა პირიც იყოო, რომლის
იდენტიფიცირება ვერ მოხერხდაო, ასე ამბობდნენ. მარტო სიგარეტი იყო
ექვსასი ლარის. ენერგეტიკული სასმელები, საღეჭი რეზინი და ნაყინიც კი
წაუღიათ. პარკებში ჩალაგებული ეყარა ნივთების გარკვეული რაოდენობა,
რისი წაღებაც ვერ მოსწრეს", - თქვა მარინა კიკალია.
შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე არასრულწლოვანია მხილებული.
მასალის გამოყენების პირობები