30 ივლისს ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო
დარბაზში ჯგუფი „ურსა“კონცერტს გამართავს.
როგორც რადიო „ათინათს“ ჯგუფის წევრმა
შოთიკო ქვარცხავამ უთხრა, ისინი ზუგდიდში კონცერტს პირველად
გამართავენ და მსმენელების წინაშე სრულიად განახლებული პროგრამით
წარსდგებიან.
„სამეგრელოში რამდენჯერმე ვიყავით და ვიცით, რომ მსმენელი არის ძალიან
გემოვნებიანი და მომთხოვნი. მათგან დადებითი და კარგი ემოციები მოდის
და ყოველთვის გვამახსოვრდება ხოლმე. ამიტომ ამ რეგიონში კონცერტი
არის ყოველთვის განსაკუთრებული. არის რამდენიმე კომპოზიცია, როემლიც
პირველად გაჟღედრება ზუგდიდში და ასევე იქნება ძველი კომპოზიციები,
რომლებშიც დამატებულია ახალი, მათ შორის, მეგრული ვარიანტები“, - თქვა
ქვარცხავამ.
ღონისძიების ორგანიზატორის ბექა ლაგვილავას ინფორმაცით, კონცერტი
21:00 საათზე დაიწყება და ორ საათს გასტანს. რაც შეეხება ბილეთებს,
მათი ფასი 20 ლარია.
მასალის გამოყენების პირობები