ზუგდიდის ქუჩების ნაწილზე ახალი აბრების მოსაწყობად 6 000 ლარამდე დაიხარჯება
ქალაქ ზუგდიდის ოთხ ცენტრალურ ქუჩაზე დასახელებებისა და ნუმერაციის
აღმნიშვნელი ახალი აბრების განსათავსებლად მერიამ ტენდერი
გამოაცხადა.
ახალი აბრები ქართული და ინგლისური წარწერებით რუსთაველის, ბერიას,
თავისუფლების ქუჩებსა და გამსახურდიას გამზირზე მოეწყობა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 5 754 გამოიყო.
გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი აბრები ქუჩებზე ხელშეკრულების
დადებიდან 60 დღეში უნდა განათავსოს.
მსურველებს კი წინადადებების მიღება 9-დან 11 ივლისი ჩათვლით
შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები