საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის
სამმართველოს დროებით გოჩა მურღულია
უხელმძღვანელებს. ინფორმაცია ამის შესახებ
რადიო
„ათინათს“ უწყების პრესსამსახურში უთხრეს. მურღულია ამ
დრომდე ამავე სამსახურის ფოთის სამმართველოს უფროსის მოადგილეა.
ის მოვალეობის შესრულებას გუშინ მას შემდეგ შეუდგა, რაც სამსახურის
უფროსმა თამაზ უბულავამ და მოადგილემ ელგუჯამ აკობიამ
თანამდებობები დატოვეს.
სამმართველოს ახალი უფროსის ვინაობა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში
გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები