ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდებისა და მთის ნაწილის ჩამოშლის შედეგად
სოფელი გარესამყაროს მოწყდა. სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა
ვიბლიანის
ინფორმაციით, სოფელში სრულიად მოშლილია ინფრასტრუქტურა და ხალხი
პანიკაშია.
"სოფელი ორადაა გაყოფილი. მოსახლეობის ნაწილი ერთ მხარესაა დარჩენილი,
მეორე კი მეორე მხარეს. პანიკაც შეიმჩნევა ხალხში. სახლების გარკვეული
რაოდენობა დატბორილია. წაღებულია სოფელში არსებული ყველა ხიდი ერთის
გარდა", - უთხრა
"ათინათს" ვიბლიანმა.
მისივე ინფორმაციით ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი
სამსახურები.
ამავე თემაზე:
ნინო
ვიბლიანი: ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მთლიანად მოწყდა
მასალის გამოყენების პირობები