საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი მღებრიშვილი
სოფელ ჭუბერში სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო
სამუშაოებს მოინახულებს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
ამავე ცნობით, ადგილზე იმყოფება ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის
სააგენტოს უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი.
„ხიდების დაზიანების გამო სოფელი ჭუბერი ამ დროისთვის მოწყვეტილია
გარესამყაროს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მზად არის
შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს ადგილობრივ მოსახლეობას. სოფელ
ჭუბერში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რათა დროულად
მოხდეს სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულება“, -
აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა.
წაღებულია ხიდები, დაზიანებულია საავტომობილო გზა, დატბორილია სახლები
და სახნავ-სათესი სავარგულები.
ამავე თემაზე:
ჭუბერის
მკვიდრი: მდინარის დონემ იკლო
მასალის გამოყენების პირობები