მერია: ზუგდიდში ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსის რუსლან
კილასონიას ინფორმაციით, ზუგდიდში ახალი სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ცენტრის მშენებლობა იგეგმება. ამისთვის კი, კილასონიას
თქმით, რეგიონული განვითარების სამინისტრო 600 000 ლარს გამოყოფს.
"ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტის დაზუსტება, რის შემდეგაც
გამოცხადდება ტენდერი", - აღნიშნა რუსლან კილასონიამ.
მერიის ინფორმაციით, ახალი შენობა, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის
პირველ შესახვევში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის
სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.
მასალის გამოყენების პირობები