ჭუბერის თემის სოფელ ლეკულმახეში ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას
ითხოვს. ერთ-ერთი მათგანის ქეთო დადეშქელიანის ინფორმაციით,
წაღებულია მოსახლის სოსო ჩხეტიანის სახლი. მისივე თქმით, ადიდებულმა
მდინარემ საქონელი და სახნავ-სათესი სავარგულები წაიღო.
„განადგურებულია რამდენიმე სახლი, საფრთხეში ვართ, არავინ მოსულა
ჩვენთან და ჩაკეტილები ვართ, ვერ გავდივართ აქედან. მდინარე ხან ერთ
მხარეს გადადის, ხან მეორე მხარეს, უმძიმესი მდგომარეობაა“, - უთხრა
რადიო „ათინათს“ დადეშქელიანმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ არ მიეწოდებათ ელექტროენერგიაც.
ამასთან, სოფელში არ გამოჩენილან მაშველები.
ამავე თემაზე:
ადგილობრივები: მდინარე ნენსკრა კვლავ ადიდებულია
მასალის გამოყენების პირობები