ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრისა და კორცხელის
მონასტრისთვის დაფინანსების
შემცირების გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
საუბარია მათთვის 200 000 ათასი ლარის დაკლებაზე.
„მათ ვერ წარმოადგინეს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. წლის ბოლომდე,
ფაქტობრივად ვერ ითვისებენ ამ თანხას“, - აღნიშნა საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ.
ადგილობრივ ბიუჯეტში აღნიშნული ობიექტების დასაფინანსებლად 494 000
ლარი იყო გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები