ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის გარკვეული მონაკვეთები წვიმის შედეგად
დაიტბორა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, ამის
ერთ-ერთი
მიზეზი ბულვარის ტერიტორაზე საწრეტი მილების გაჭედვაა, მეორე მიზეზი
კი ის არის, რომ წყალს არხებამდე მისასვლელი სწორი მიმართულება არ
აქვს. აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები დატბორილ ტერიტორიაზე
იმყოფებოდნენ.
„ეს არ არის ბოლო რეაბილიტაციის შემდეგ წარმოქმნილი პრობლემა. უკვე
გამოძახებულია შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დაასუფთავებენ
მილებს. რაც შეეხება წყლის მიმართულების შეცვლას, შევადგენთ პროექტს
და უახლოეს მომავალში გადაიჭრება ეს პრობლემა. სულ რამდენიმე ასეული
ლარი დასჭირდება ამას“, - აღნიშნა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის
წარმომადგენელმა ბორის ღადუამ.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოქალაქეები შეფერხებით გადაადგილებიან.
ბულვარის რეკონსტრუქცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. მოეწყო
სანიაღვრე არხი და შშმ პირთა დაუბრკოლებელი მოძრაობისთვის განკუთვნილი
პანდუსები. გარდა ამისა, დამონტაჟდა გარე განათება. დაიდგა ახალი
სკამები და სანაგვე ურნები, დაირგო ახალი მცენარეები. სამუშაოები
ტენდერში გამარჯვებული შპს „გრინსერვისი“ განახორციელა. პროექტის
ჯამური ღირებულება 910 ათას 532 ლარია.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები