საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა
მთავარსარდალმა სამეგრელო-
ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით
გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს
სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა. ინფორმაციას
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის
პირველი პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო
ძალების შემდეგი ქვედანაყოფები: საქართველოს შეიარაღებული ძალების
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა; საქართველოს შეიარაღებული
ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის
სარდლობა.
ბრძანება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.
ამავე თემაზე:
ჭუბერში
ჩხეტიანების სახლის გადარჩენას ცდილობენ (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები