გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი
დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას უწყება
ავრცელებს. ამავე ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში -
მუჟავასა და ჭალეში, მოქალაქეების საცხოვრებელ ეზოებში, ლენტური ტიპის
სახერხი დანადგარები აღმოაჩინეს.
სახერხი დანადგარები, 2 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი
მორი და 10 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი
დაილუქა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შინაგან
საქმეთა სამინიტროში გადაიგზავნება.
მასალის გამოყენების პირობები