საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი გურამ (ცაცა) შელია, რომელიც ამ
დროისთვის ზუგდიდის მერიის "აიიპ ბოტანიკური ბაღების გაერთიანება"-ში
მუშაობდა, ავადმყოფობის შედეგად 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შელია 1992-1995 წლების მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და
ფრაქცია "ტრადიციონალისტების" წევრი, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრიც იყო.
ამასთან, თავმჯდომარეობდა "თავისუფალი საქართველოს" ზუგდიდის
ორგანიზაციას, 90-იან წლებში კი "ეროვნული მოძრაობის" რიგებშიც
იყო.
მასალის გამოყენების პირობები