ბოლო ექვს თვეში სამეგრელოში ოჯახური ძალადობის 80-მდე შემთხვევა გამოვლინდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისიდან
დღემდე სამართალდამცავებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში
ოჯახური ძალადობის 77 ფაქტი გამოავლინეს. ამავე ცნობით, ოჯახში
ძალადობის ნიშნით მოხდა ერთი მკვლელობა და ჯანმრთელობის დაზიანების
ერთი ფაქტი. შსს-ს ცნობით, ორივე ფაქტი გახსნილია. გამოვლენილი
სხვა 75 შემთხვევიდან, სამართალდამცავმა ორგანოებმა 51 გახსნეს.
უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,
შარშან მთელი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის 94 ფაქტი
დაფიქსირდა.
შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში
გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო
სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის
მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე
წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.
რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული
შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3292) ორჯერ აღემატება მთელი 2017
წლის მონაცემს.
მასალის გამოყენების პირობები