ზუგდიდში მოქალაქეები არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს თაღლითობაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
17:51 / 10.07.2018
10-მდე მოქალაქემ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში
საზოგადოებივი ორგანიზაციის
„ასოციაცია ზრუნვას“ ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების
მოთხოვნით განცხადება შეიტანა. მათი მტკიცებით, ლეილა ნადარაიამ
თითოეულ მათგანს 5 00-დან 20 000 ლარამდე რაოდენობით თანხა სხვადასხვა
მიკროსაფინანსო და საბანკო ორგანიზაციიდან გამოატანინა და მათ
დაპირდა, რომ თანხას თავად გადიხდიდა.
„გვპირდებოდა, რომ გავხდებოდით არასამთავრობო ორგანიზაცია „ზრუნვას“
წევრები, დაგვეხმარებოდა სხვადასხვა საქმიანობაში, ზოგს მეფუტკრეობის
განვითარებაში, ზოგს სათბურის გაკეთებაში და სხვა სოფლის მეურნეობის
სფეროში. თანხა გამოგვატანინა... შეთანხმებით, ნახევარი თვითონ წაიღო
და გვითხრა, რომ მთლიანად გადაიხდიდა, თუმცა, სამი თვეა არ
გადაუხდია“, - უთხრა ჟურნალისტებს ბორის შუკვანმა.
ისინი ამბობენ, რომ ნადარაიას შესახებ პირადი კონტაქტებით შეიტყვეს და
მათ შორის არავითარი წერილობითი შეთანხმება არ შემდგარა. კითხვაზე,
რატომ ენდნენ მას სიტყვაზე, დაზარალებულებმა გვიპასუხეს, ის ზოგიერთი
მათგანის ახლობელია, ზოგმა კი მის პატიოსნებაში ეჭვი არ შეიტანა.
თავს დაზარალებულად მიიჩნევს ანზორ შენგელიაც, რომელიც ლეილა
ნადარაიას ბიძაა. ის ამბობს, რომ დის შვილმა მას ავეჯის გამოტანა
სთხოვა, რაზეც შენგელია დასთანხმდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ნადარაია
თანხას არ იხდის.
„ნადარაია დაგვიკავშირდა და გვთხოვა, რომ პროკურატურაში სარჩელი არ
შეგვეტანა. დაგვპირდა თანხას გადავიხდიო, თუმცა ჩვენ მისი არ გვჯერა“,
- ამბობენ ისინი
.
ბრალდებებს უარყოფს თავად ლეილა ნადარაია. მან რადიო „ათინათს“ უთხრა,
რომ ბიძამისს ნამდვილად სთხოვა ავეჯის გამოტანა, თუმცა სესხის ნაწილი
თავადაც სჭირდებოდა.
„შეთანხმება იყო, რომ ნაწილი მას გადაეხადა, ნაწილი - მე. ბოლო ორი
თვეა, ძალიან გამიჭირდა და ვეღარ გადავიხადე. რაც შეეხება სხვებს, მე
არავისთვის სესხის გამოტანა არ მითხოვია და არც რამეში დახმარებას
დავპირებივარ. აბა როგორ, დღევანდელ დროში? პროკურატურა თუ
დამიკავშირდება, მზად ვარ მათ კითხვებს პასუხი გავცე“, - თქვა
ნადარაიამ.
განცხადებაში ზუგდიდის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებლები პროკურატურას
სთხოვენ, რომ აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება მოახდინონ. მათ განცხადებას
სასესხო ხელშეკრულებებიც დაურთეს და ამბობენ, რომ გამოძიებასთან
თანამშრომლობისთვის მზად არიან.
პირველად ლეილა ნადარაიას გვარმა რამდენიმე კვირის წინ გაიჟღერა, როცა
ის ძმამ დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, და-ძმის დაპირისპირების
მიზეზი ვალები გახდა.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები