მესტიის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
ამავე ცნობით, ადგილობრივების თქმით, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა. 23 წლის მამაკაცი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მესტიის საავადმყოფოში გვითხრეს, რომ მისი ცხედარი უკვე ექპერტიზაზეა გადასვენებული.
შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ დამნაშავის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიების მუხლის შესახებ ამ ეტაპზე ვერაფერს გვეტყვიან.
მასალის გამოყენების პირობები